0 items0.00

No products in the cart.

ჩვენი კომპანია

“ბერახა ჯგუფი” ქართული ტრადიციების ამაყი გამგრძელებელია. პირველ რიგში, ცხადია, ქვევრის მეღვინეობაზეა საუბარი – იმ უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ათასწლეულების მანძილზე თაობიდან თაობას გადმოეცემოდა და UNESCO-ს არამატერიალური კულტურული ძეგლების ჩამონათვალშია შესული. ამის გარდა, კომპანია ქართულ ებრაული ურთიერთობების, სტუმართმოყვარეობის და სუფრის საუკუნოვან ტრადიციასაც აგრძელებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს სავიზიტო ბარათად ითვლება..